ლექსო სამხარაძე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დააკავეს - შსს
სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე სამხარაძე, 14 ივნისს, დილით, სახლთან ახლოს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა. ის სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.
სამოქალაქო აქტივისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება „ქართული ოცნების“ წევრი, სადავო პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი.
როგორც ალექსანდრეს მეგობარი ეუბნება რადიო თავისუფლებას...