ფაშინიანი ახალი პატრიარქის ასარჩევად საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას აპირებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი საკათალიკოსო არჩევნების ორგანიზებისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ინიციატივის შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფაშინიანის თანახმად, საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შეიძლება გახდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ის მიმდევრები, რომლებსაც:
“გულით სწამთ მაცხოვარი იესო ქრისტე. წაუკითხავთ ბიბლია თავიდან ბოლომდე ერთხელ მაინც, დაუცავთ დიდი მარხვა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც, ლოცულობენ ყოველდღე.