ზელენსკი: აშშ-მ უკრაინისთვის განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა გადაამისამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დრონების უკრაინისთვის მიცემაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.