ტრამპმა ისევ არ გამორიცხა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების გამო თურქეთში ჩასვლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისევ არ გამორიცხა ჩასვლა თურქეთში, სადაც დღეს იწყება უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. ამის შესახებ მედიასაშუალებები, მათ შორის CNN-ი და AFP იუწყებიან.
კატარში ვიზიტის დასრულების შემდეგ, დღეს, 15 მაისს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ის თურქეთში არ იქნებოდა, იქ არც პუტინი ჩავიდოდა.
„თუ რაღაც მოხდება, პარასკევს გავემგზავრები, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში...