შალვა პაპუაშვილი წულუკიანის სახლთან ჩატარებული აქციის მონაწილეებს „როდიონოვებს“ და „ორკებს“ უწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან ორგანიზებული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია, აქციის მონაწილეებს კი „ორკები“ და „ქართველი როდიონოვები“ უწოდა.
თეა წულუკიანის სახლთან რამდენიმე დემონსტრანტი მას შემდეგ მივიდა, რაც მან საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომისას სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა...