კობახიძე: კონკრეტულ ქვეყნებში ელჩები უსაქმოდ დარჩნენ, რადგან შეუძლებელია ურთიერთობა
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ელჩები უსაქმოდ დარჩნენ, რადგან მათთან ურთიერთობები შეუძლებელია. მან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის დროს თქვა, რომ როცა „ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს“ „დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.
„ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.