ქალაქ დნეპრში მანქანის აფეთქების შედეგად ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფიციალური პირი დაიღუპა
ქალაქ დნეპრში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური ფედკო.
მანქანა, რომელშიც ფედკო და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ხუთშაბათს დილით აფეთქდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი იური ფედკო რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროკურატურამ ტერაქტის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა ერთობლივი საგამოძიებო კომისია ყველა სამართალდამცავი ორგანოს მონაწილეობით.