ზელენსკის მეორე ფრონტი: უკრაინა ნელ-ნელა არჩევნების ჩასატარებლად ემზადება
უკრაინის ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, ნელ-ნელა აყალიბებს საფუძველს ახალი არჩევნების ჩასატარებლად.
კიევი ამ ძალისხმევას უარყოფს და იმეორებს, რომ საომარი მდგომარეობა, რომელიც რუსეთის 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ მალევე გამოცხადდა, გამორიცხავს რაიმე კენჭისყრას.
„ჩვენ არ ვემზადებით არჩევნების ჩასატარებლად, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების გამოწვევების გამო“, განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს პრეზიდენტის ოფისის სპიკერმა დმიტრო ლიტვინმა.