ხუთამდე გაიზარდა ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
ხარკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა 88 წლის კაცი, რომელიც მძიმედ დაშავდა საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
მანამდე დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი. ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გასულ ღამით ერთ-ერთი დრონი მოხვდა ორსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. დაზიანებულია 30-მდე მრავალსართულიანი სახლიც.
გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებზეც...