ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
დღეს, 1 აპრილს, კიევში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანალენა ბერბოკი. ეს მინისტრის სტატუსით უკრაინაში მისი მეთერთმეტე ვიზიტია და მეცხრეა ომის დაწყების შემდეგ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერბოკმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ჩიხური სიტუაციის გამო ევროპელებმა უნდა აჩვენონ, რომ უკრაინას დღეს მხარს უჭერენ ისე, როგორც არასდროს, ყოველგვარი „თუ-ს" და „მაგრამ-ის“ გარეშე.
ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის სურს და უკრაინა მზად არის...