მიანმაში 2700-ს გადაჭარბა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
მიანმას მმართველმა სამხედრო ხუნტამ დღეს, 1 აპრილს, გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები, რომელთა თანახმად, 28 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2719 ადამიანი, 4512 დაშავდა, 441 კი დაკარგულად ითვლება.
მიანმაში ერთკვირიანი გლოვაა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ძლიერი სიცხე ართულებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანმაში დაავადებათა გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო სიტუაციის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ორგანიზაციას...