EUobserver: ევროკავშირი იწყებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს ამზადებს. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა EUobserver-ს განუცხადა, რომ მუშაობა „დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა“.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სანქციების შესახებ წინადადებები ზაფხულის დასაწყისშია მოსალოდნელი. კიდევ ერთმა დიპლომატმა ეჭვი ვადების შესახებ გამოთქვა. „უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება [სამშვიდობო] მოლაპარაკებები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის“, - თქვა მან.
27 მარტს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ე.წ. მსურველთა კოალიციის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს...