რუსეთის სარატოვის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომია, დრონებით შეტევა იყო
28 მარტს, გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც სტრატეგიული ავიაციის სამხედრო ბაზა მდებარეობს. ენგელსის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეგრამ-არხები.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დილის ცხრის ნახევრისთვის გამოქვეყნდა ზოგადი შინაარსის ინფორმაცია, რომ სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია უპილოტო საფრენი აპარატები და წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა.