84 საჯარო სკოლისთვის 4000-ზე მეტ კამერას ყიდულობენ
თბილისსა და რეგიონებში არსებული 84 საჯარო სკოლების შიდა და გარე კამერებით აღსაჭურვად შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შეისყიდიან 4380 კამერას, საიდანაც 1832 გარე პერიმეტრს გადაიღებს, 2548 კი შიდა სივრცეს.