"ცრუ ჩვენებისთვის უნდა დააკავონ" - საბა სხვიტარიძის საქმეზე პოლიციელი გამოიკითხა
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება 27 მარტის სხდომაზე გადაიხედა.
საქმეში დაზარალებულია პოლიციელი მირიან ქავთარაძე. ბრალდება ეხება 4 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან" მომხდარ დაპირისპირებას. იქ შეკრებილები ამტკიცებენ, რომ მათ პროვოკაცია ე.წ. ტიტუშკებმა მოუწყვეს.
ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის პატიმრობას ითხოვდა, დაცვა - დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა თქვა, რომ საბა სხვიტარიძე თავადაა დაზარალებული და არა ბრალდებული...