Самолет совершил аварийную посадку в Саратове, пострадавших нет
Раните деревья: москвичам напомнили о запрете собирать березовый сок
Мошенники начали похищать коды доступа к "Госуслугам"
Авария батискафа в Хургаде: погибла бабушка, двое россиян в больнице
უკრაინის ქალაქ სუმიში 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა რუსეთის დარტყმების შედეგად
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. თავდასხმის შედეგების ამსახველ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.
სუმის საქალაქო საბჭო იუწყება 74 დაჭრილზე, რომელთაგან 13 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნეებს შორის იყო საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და სკოლის შენობა. მოსწავლეები დარტყმის მომენტში თავშესაფარში იყვნენ, მათ შორის დაშავებულები არ არიან.