70% россиян назвали заботу о здоровье главным приоритетом 2025 года
Стоянка Сунгирь: археологи нашли следы древних пигментов для одежды
Ковровский оружейный завод Дегтярева подал новый иск к Минобороны
The Insider: გრუ თალიბებს ფულს უხდიდა აშშ-ის სამხედროთა მოკვლისთვის
რუსეთის დაზვერვას ავღანეთში მჭიდრო კავშირი ჰქონდა თალიბანთან და 2010-იან წლებში ამერიკის ჯარების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს აფინანსებდა. ამ დასკვნამდე მივიდა The Insider-ისა და Spiegel-ის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიება.
გამოძიების თანახმად, 2016 წლიდან 2020 წლამდე თალიბანმა თავდასხმებისა და ტერაქტების სერია განახორციელა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და მათ უშაულო სიახლოვეს. მოკლულებსა და დაშავებულებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ამერიკელი სამხედროები, არამედ ავღანეთის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები.