ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კით კელოგმა ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო უკრაინაში ვიზიტი, რომელიც იანვრის დასაწყისში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროების თანახმად, კელოგი კიევში გაემგზავრება ტრამპის ინაუგურაციის, 20 იანვრის შემდეგ, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. უცნობია ვიზიტის გადადების მიზეზიც.
კით კელოგმა და ვაშინგტონში უკრაინის...