გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალი ჰყვება, რა შეემთხვათ სოფელ ნაკრასთან
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალი სოციალურ ქსელში ჰყვება ამბავს, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, პოლიციას უკვე უამბო. ალინა (გვარი უცნობია) ჰყვება, რომ ორი შეიარაღებული ადამიანი პისტოლეტის მუქარით მათ მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მანამდე გზა გადაუღობეს.
საუბარია რუსეთის მოქალაქე წყვილზე, რომელზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაც 5 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველი ცნობით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა.