Организация «Детские деревни SOS» подготовила акцию «Елка добрых традиций»
Боец ММА Иван Емельяненко получил 1,5 года тюрьмы за избиение человека
Врачи Ленинского округа вытащили монету из пищевода годовалого малыша
მოსამართლე თადუმაძე ლიეტუვაში მის სანქცირებაზე მიღებული გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე მის სანქცირებაზე ლიეტუვაში მიღებული გადაწყვეტილების სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მანამდე კი ის „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ლიეტუვის ელჩთან შეხვედრას სთხოვს.
შალვა თადუმაძემ მაკა ბოჭორიშვილს წერილი 17 დეკემბერს გაუგზავნა. წერილის ასლს ტელევიზიები „რუსთავი 2“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებენ.