აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან განიხილოს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა.
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, საუბარია ზაფხულში მისაღები ელექტროენერგიის შემცირების ხარჯზე, ზამთრის ლიმიტის გაზრდაზე, როგორც კი ამის საშუალებას ენგურჰესის გამომუშავება მისცემს.
18 დეკემბერს კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის...