Итоги работы коммунальных служб за год подвели в Подольске
Смотрим УлПравда ТВ. Новые школьные автобусы, безопасность на дорогах и театральный фестиваль
Грузовой и пассажирский поезда столкнулись в Мурманской области. Что известно
В сервисе Russpass запустили ИИ-помощник
"პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს" - კობახიძე დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვის პასუხად შეაფასა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის დაწყებაზე. მისი სიტყვებით, "ეს არის სიმბოლური ჟესტი".
"საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე...