ჩეჩნეთში ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანაზე თავდასხმის შემდეგ ჩეჩნეთში მასობრივად აკავებენ მამაკაცებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების ცენტრი „მემორიალი“იტყობინება.
ცენტრის ცნობით, გროზნოს რაიონში „ასობით ადამიანი“ დააკავეს. პოლიციის განყოფილებებში მათ არჩევანს სთავაზობენ: წავიდნენ ფრონტზე ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. ამ მოვლენების დეტალებში გარკვევა რთულია, რადგან ახლობლებს ეშინიათ დაკავებულების მდგომარეობის გაუარესების.
„მემორიალმა“ მოახერხა ერთი ასეთი დაკავების დეტალების გარკვევა.