არარატის 12/არმაზის 27 - სახლი, რომელიც ღმერთს უჭირავს
ავლაბარში, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას რომ გასცდები, არარატისა და არმაზის ქუჩების კუთხეში, ნახევრად დანგრეული სახლი აგესვეტება. პირველი, რაც თვალში გხვდება და გაკვირვებს, თაღებითა და ხის რიკულებით შემკული ფართო აივანია - სიტყვა ლამაზი და მშვენიერი რომ გეცოტავება, აი, ასეთი. აივნიდან მზერა გამოშიგნული, ამოშავებული ფანჯრებისკენ გადაგაქვს. წლებია იქ აღარავის უცხოვრია.
მერე კიდევ უფრო ახლოს მიდიხარ სახლთან და სარდაფის ჩამსხვრეულ ფანჯრებში ყოფ თავს - სანაგვედ ქცეულა იქაურობა.
მერე ისევ რამდენიმე ნაბიჯით იხევ უკან...