„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი სუსში გამოჰკითხეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა არაძალადობრივი და სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების მხარდაჭერის ცენტრის, „კანვას საქართველოს", ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე. როგორც ის აცხადებს, გაუთქმელობის ვალდებულების გამო, დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.
„ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე. სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ მოგიყვეთ დეტალები ამ აბსურდის თეატრის, გამოყენებული ლექსიკის და კითხვების ფორმის შესახებ. სახის გასწორება კი მიჭირდა...