"ქართულმა ოცნებამ" ბორჯომში შეხვედრა გამართა
საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა პარტიის პრესსამსახურმა და აღნიშნა, რომ "საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს".
"შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე...