ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ოსტინ ბატლერი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ელვის პრესლის შესახებ გადაღებულ ფილმში შესრულებული მთავარი როლით, ამბობს, რომ ამ როლიდან გამოსვლას ცდილობს, თუმცა სიმღერის შედეგად იოგები დაუზიანდა.
მისი თქმით, ფილმისთვის ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერას 40 მცდელობა დასჭირდა, რათა აქცენტი და ხმის ტემბრი მაქსიმალურად მიმსგავსებული ყოფილიყო ელვისის ხმასთან. მაყურებელი აღნიშნავს, რომ ოსტინი გადაღებების დასრულების შემდეგაც როლიდან ვერ გამოვიდა და ელვისის მსგავსი მანერები და საუბარი კვლავ დარჩა მის ცხოვრებაში.