ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა და მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია.
აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ორგანიზაციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება დიდი ხანია მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის...