Baza: мальчик получил сотрясение мозга в результате ДТП с самокатчиками в Москве
Дом, милый дом: участки под строительство от компании Родные земли, цены, отзывы
Жителям 8 округов Подмосковья рассказали о модернизации коммунальной инфраструктуры
USA2GEORGIA დათანხმდა, თანხა დაუბრუნოს მათ, ვისაც მოცულობით დაუანგარიშა ტრანსპორტირების ღირებულება
ტვირთების გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA მზადაა, ფული დაუბრუნოს იმ კლიენტებს, რომლებსაც აშშ-დან საქართველოში ნივთების ჩამოტანის საფასური არა რეალური წონით, არამედ მოცულობით დაუთვალა. ეს ვალდებულება კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში დაწყებული დავის განხილვის ფარგლებში აიღო.
კომპანია ვალდებულია, ყველა იმ კლიენტს, რომლებიც მას მიმართავენ, რეალურ და მოცულობით წონის საფასურს შორის სხვაობა დაუბრუნოს. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეძენილ ნივთებზე.