დაბომბვის შედეგად მუშაობა შეწყვიტა ირანის ორმა უდიდესმა მეტალურგიულმა ქარხანამ
კომპანიების განცხადებით, ირანის ორი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების რამდენიმე ტალღის გამო.
„ჩვენი პირველი შეფასებით, ამ დანადგარების ხელახლა ამუშავებას მინიმუმ ექვსი თვიდან ერთ წლამდე დასჭირდება“, - განაცხადა ხუზესტანის ფოლადის კომპანიის საწარმოო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, მეჰრან ფაქბინმა, რომლის სიტყვებიც მოჰყავს Mizan Online-ის ვებგვერდს ხუთშაბათს.
ისპაანის ცენტრალურ პროვინციაში მდებარე მობარაქეს ფოლადის კომპანიამ განაცხადა...