სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა - საია
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა. ამის შესახებ ონიანმა განაცხადა ორგანიზაციის ოფისში დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი.
„საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის...