რუსეთის იერიშის შემდეგ კიევის რაიონების უმეტესობა უსინათლოდაა დარჩენილი
12-13 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ კიევის უმეტესი რაიონი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა, იტყობინება ტელეგრამის არხი "Київ | Світло | Графіки". კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ ქალაქში გათბობის გარეშე რჩება 500 საცხოვრებელი კორპუსი.
„დღევანდელი დაბომბვის შემდეგ დედაქალაქში ელექტროენერგიის დეფიციტი კიდევ უფრო დიდია. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფადაც კი. ენერგეტიკოსები მუშაობენ. თუმცა, ვითარება უკიდურესად მძიმეა. რაც შეეხება გათბობას, ამჟამად...