შალვა პაპუაშვილის თქმით, ვენეციის კომისია "გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად"
სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად, დღეს, 8 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის ვენეციის კომისიიდან.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები", რაც, მისი სიტყვებით...