ოთარ ფარცხალაძე შსს-მ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა - საქმე გახსნილად გამოაცხადა
ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. ამის შესახებ დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა.
"შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის...