აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს
აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეუჩერებია, შეზღუდვები შეეხო რაკეტების ზოგიერთ ტიპს, - თქვა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა.
„ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინაში იარაღის გაგზავნა“, - განაცხადა ბრიუსმა. მან დააზუსტა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს უკრაინის დასახმარებლად მრავალი „სანდო ვარიანტი“ აქვს.
ამის ფონზე უკრაინის ოფიციალურმა პირებმა The Economist-ს განუცხადეს, რომ აშშ-მ შეაჩერა ყველანაირი დახმარება, მათ შორის ჭურვებითა და სათადარიგო ნაწილებით.