გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვას საგამოძიებო კომისია დათანხმდა
„ქართული ოცნების“ მიერ სადაო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილ პრემიერსა და ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, დისტანციური ჩართვის მეშვეობით მოუსმენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა გახარიას მარწმუნებლის მიერ მიღებული წერილის საფუძველზე მსჯელობის შემდეგ მიიღეს.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია ვალდებული იქნება „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.