„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა.
როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ საპარლამენტო ფორმატში.
ამასთან, მისი თქმით, განიხილავენ მანდატების დატოვების საკთხსაც საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
„პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებში და არანაირ საპარლამენტო ფორმატში.