Основатель торгового комплекса «Три кита» Сергей Зуев умер на 68-м году жизни
Схватил за шею, пытался сбросить с 3 этажа: Мигрант напал на восьмиклассника в Москве
Бастрыкин поручил возбудить уголовное дело по факту нападения на подростка в Москве
Народный артист Куклачев впервые встал на ноги после обширного инфаркта
ვატო წერეთლის თქმით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც 200-300 სტუმარი იყო მოწვეული.