В Адлере спасли туристку из Ростова, которую унесло в море на сапборде
В Подмосковье 28 апреля начнется фестиваль «Текстильный букет Поочья»
Суд удовлетворил иск о приостановке корпоративных прав в российской "дочке" Х5
Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия
ანატოლი ბიბილოვმა უფლებამოსილების ბოლო დღეს თანამდებობის პირების გათავისუფლებას ხელი მოაწერა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უფლებამოსილების ბოლო დღე იმ ბრძანებების ხელმოწერაში გაატარა, რომლებითაც თანამდებობის პირები გაათავისუფლა. მან დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ზალინა ლალიევას გადაყენების განკარგულებას ხელი 23 მაისს მოაწერა.
„გათავისუფლდეს ლალიევა ზალინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“, - წერია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის განკარგულებაში.
ზალინა ლალიევა ბიბილოვის უახლოესი გარემოცვის წევრია.