სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდო სპეცოპერაციის მზადების შესახებ. უწყება აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
"მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.