პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიეტეტმა გადაწყვიტა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მოთხოვნა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე
„ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.