საფრანგეთში, 79 წლის ასაკში მსახიობი, ალენ დელონის ცოლი ნატალი დელონი გარდაიცვალა, ინფორმაციას Paris Match ავრცელებს.
“დღეს დილით დედაჩემი, ახლობლების გარემოცვაში, პარიზში გარდაიცვალა,” – განაცხადა ალენ და ნატალი დელონების ვაჟმა, ენტონიმ.
ნატალი 1941 წელს, ესპანური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ, მან ალენ დელონი გაიცნო. იმ პერიოდში ალენ დელონი და რომი შნაიდერი დანიშნულები იყვნენ, თუმცა ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ და 1964 წელს მან ცოლად ნატალი მოიყვანა.