Московский бульвар в Балашихе благоустроят весной 2024
Мытищинские долголеты посетили Истру
Крупные заводы по рециклингу полимеров открыли в Егорьевске
შსს: დავაკავეთ 2 პირი, ვინც მოქალაქე მოატყუა, რომ $17 ათასად აშშ-ის ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებმაც მოქალაქე მოატყუეს და 17 ათასი დოლარის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.