2 დეკემბერს ჰონგ-კონგში პატიმრობა მიუსაჯეს პროდემოკრატ აქტივისტებს, ჯოშუა ვონგს, აგნეს ჩოუს და ივან ლამს, გასულ წელს გამართული, არასანქცირებული ანტისამთავრობო დემონსტრაციის გამო.
ჩინეთმა ნახევრად ავტონომიურ ჰონგ-კონგზე კონტროლი გაამკაცრა მას შემდეგ, რაც იქ გასულ წელს თვეების განმავლობაში იმართებოდა ანტისამთავრობო აქციები, ზოგჯერ შეტაკებების თანხლებით დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
ვონგს, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო გასული წლის ივნისში აქციის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ცამეტ-ნახევარი თვით მიუსაჯეს პატიმრობა.