მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში, Netflix- ის პროექტების პოპულარობის რეიტინგში მოხვდა მინი სერიალი “დედოფლის გამბიტი”(The Queen’s Gambit). ცნობილი გახდა, რომ სერიალმა The Queen’s Gambit, Netflix- ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინი-სერიალის სტატუსი მიიღო.
სერიალიში მთავარი გმირის როლს ასრულებს 24 წლის ანი ტეილორ-ჯოი.
მსახიობი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც ექვს შვილიდან ის ნაბოლარა იყო. ოჯახი არგენტინაში ცხოვრობდა და როცა გოგონას 6 წელი შეუსრულდა, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდნენ.