День подснежника и День полиграфии: какие праздники отмечают в России и мире 19 апреля
Акция «Бессмертный полк в автобусах» пройдет в Подмосковье
ДТП с участием трех автомобилей произошло на западе столицы
Фракция КПРФ в Московской областной Думе поддержала закон о финансировании из областного бюджета сдачи комплекса ГТО
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. სიტუაცია ისევ დაძაბულია
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოჰყვა სამი დამკვირვებლის გამოძევებას. ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სიტუაცია ისევ დაძაბულია.
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრის“ დამკვირვებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა - ამომრჩევლები ბიულეტენებს პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდასთან ხაზავდნენ.
„პლატფორმა 2020-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მათ არ აძლევდნენ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების საშუალებას.