წულუკიანი სპეცოპერაციაზე: გვამებით მოფენილი ზუგდიდის ტროტუარები მავანისთვის ალბათ უფრო სასიხარულო იქნებოდა
ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა.
„თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს და, გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.