«Новые люди» объединились с «Партией роста»: как это отразится на политической ситуации в Якутии
ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოები საპროტესტო აქციების მონაწილეებს აპატიმრებენ
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს საპროტესტო აქციების დარბევა ლიდაში, ბრესტსა და გროდნოში. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მინსკში საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყეს ხალხის დაკავება.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.
დღეისთვის ბელარუსში დანიშნულია საპროტესტო აქციები, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებმა გამოაცხადეს ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე.