Священника, отпевавшего Навального, запретили в служении — «Сирена»
Алсу ире белән аерылышканмы?
«Козыри у Путина»: в США сделали неожиданное заявлении о Ближнем Востоке
«Владу можно было спасти». Мать погибшей циркачки расследует гибель дочери
ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტის გრან სლემზე მერვედფინალში დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 2019 წლის ევროპული თამაშების პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, გრან სლემს, მერვედფინალიდან გამოეთიშა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორთან, აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან დამარცხდა.
მერვედფინალამდე ბაგრატ ნინიაშვილმა მოლდოველი დენის ვიერუ და ყაზახი იელდოს ჟუმაკანოვი დაამარცხა.
ბუდაპეშტის გრან სლემი 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს სახელით კი ტატამზე კიდევ ხუთი ძიუდოისტი გავა.