Благотворительный фонд «Свет в руках» проведет Всероссийскую акцию «Росток памяти»
Больше, чем игры: выручку от 22-го тура РПЛ направят семьям пострадавших в «Крокусе»
Спортивные выходные с «Известиями»
Федерация бокса России на ВДНХ
ზუგდიდში გამტაცებელმა ორი მძევალი გაათავისუფლა „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამტაცებელმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან მძევლად აყვანილი მოქალაქეებიდან ორი გაათავისუფლა. უწყება დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს.
ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.